ჩვენ შესახებ

DEMO არის საინჟინრო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მექანიკურ, ელექტრულ, წყალგაყვანილობის (MEP) და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებში. 

 

სამშენებლო სექტორში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებისა და ტექნიკური კომპეტენციის საფუძველზე, DEMO უზრუნველყოფს ინტეგრირებულ საინჟინრო გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული პროექტებისთვის. ჩვენი მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ სიზუსტეს, პრაქტიკულ შესრულებას და სრულ შესაბამისობას საქართველოს მოქმედ რეგულაციებთან, EN, NFPA და სხვა საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ და მდგრად სისტემებს.


კომპანია გთავაზობთ სრულციკლიან საინჟინრო მომსახურებას. ვუზრუნველყოფთ პროექტის საწყისი ეტაპიდან საბოლოო ექსპლუატაციაში გაშვებასა და ჩაბარებას. ეს მოიცავს კონცეპტუალურ პროექტირებასა და საინჟინრო განვითარებას, დეტალურ დაპროექტებასა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, აღჭურვილობის შერჩევასა და მოწოდებას, მონტაჟსა და ზედამხედველობას, ასევე ტესტირებას.


ჩვენი ფოკუსი გრძელვადიან ღირებულებაზეა — ვქმნით სისტემებს, რომლებიც არის საიმედო, ენერგოეფექტური და სრულად მორგებული პროექტის მოთხოვნებზე, კონცეფციიდან დასრულებამდე.